LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწვევს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უშვილობას – რას ამბობს კვლევები

382
ზაზა უშვილობა

ქმნის თუ არა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, როგორია ვაქცინების ნეგატიური გავლენები – ეს არის შეკითხვები, რომელიც ვაქცინაციის წინ ბევრს უჩნდება. თემაზე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„როდესაც ვაქცინები დამტიცდა და მიეცა გადაუდებელი მოხმარების უფლება, დოკუმენტში ჩაწერილი იყო, რომ ევროპის წამლების სააგენტო და ამერიკის წამლების მარეგულირებელი ყველა ამ ვაქცინაზე ყოველთვიურ მონიტორინგს ჩაატარებდა. ანუ ვაქცინაციის ყველა უკუჩვენების ანალიზი ხდება.

თრომბების შემთხვევების დროული გამოვლენა, რომელიც „ასტრაზენეკასთან“  და შემდეგ „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ დაფიქსირდა, ვაქცინის მონიტორინგის გამათული სისტემის არსებობის დამსახურებაა.

მეც გამიგია საუბარი იმის შესახებ, რომ ვაქცინა ახდენს გავლენას რეპროდიციულ ჯანმრთელობაზე.

ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, მომეძიებინა, თუნდაც ერთი კვლევა, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობდა. სამწუხაროდ ასეთი კვლევა ჯერ არსად არ დევს. ინფორმაცია ვრცელდება ანტივაქსერების მიერ, მაგრამ ფაქტობრივად რაიმე კვლევა ხელში არ გვიჭირავს.  ანუ ეს არის მოარული ჭორი და ინფორმაცია, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში“, – ამბობს ზაზა წერეთელი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g