ახალი კვლევის თანახმად, საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების 21%-ს შესაძლოა აუტიზმი განუვითარდეს,- ამის შესახებ სტატიას “მედიქალდეილი” აქვეყნებს. საპირისპირო დასკვნა აქვს ირლანდიის ნეონატალური საერთაშორისო კვლევის ცენტრს. მათი კვლევის შედეგებით, აუტიზმსა და საკეისრო კვეთას შორის კავშირი დადასტურებული არ არის.
ზუსტი პასუხის მიგნებამდე, მედიკოსები რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ, რომლებიც საკეისრო კვეთასთან ასოცირდება. ესენია საშვილოსნოს მიკროფლორის ცვლილება ან საკესირო კვეთის დროს მიღებული ანესთეზია. მათი ვარაუდით, ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა შესაძლოა აუტიზმის პროვოცირება გამოიწვიონ.
აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს სპეციალისტები დღემდე სწავლობენ. ეს არის თანდაყოლილი ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომელიც ბავშვის განვითარებას აფერხებს. როგორც ექიმები ფიქრობენ, მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს: ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა. ასევე, გარემოს მავნე ზემოქმედება. აუტიზმი, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.