LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწყება პროექტი, რომელიც თბილისში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და ათასობით ადამიანს დაასაქმებს

105
1836051015

200 მლნ დოლარის ინვესტიცია და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება, –  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლო ჯამში, პოზიტიურად აისახება  ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ჩემთვის სასიხარულოა, დღეს, ამ ისტორიულ უბანში, ამ უნიკალურ ადგილას, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე დასწრება. ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და უნდა აღინიშნოს, რომ  ინვესტორის მხრიდან ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა მართლაც მისაბაძი და დასაფასებელია. 200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება. როგორც ჩვენ ინვესტორისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებული  აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. ასე რომ, სულ მალე კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები