დაავადება კონტროლის ევორვნული ცენტრი ვაქცინაციის პროგრამის გასაფართოებლად, აგრესიულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს კამპანია დაახლოებით წინასაარჩევნო საკომუნიკაციო კამპანიის რანგში იქნება.
“საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. გადაწყვეტილებები არის რომ, პირველი: ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე საკომუნიკაციო კამპანია. – აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით პრეზიდენტის სურვილი იყო და პრემიერმა დავალებები გასცა, რომ კამპანიაში ყველა პირველი პირი უნდა ჩაერთოს და არა მხოლოდ დღევანდელი მმართველი პარტიის, არამედ წინადადება უნდა განიხილოს ყველამ.
“პანდემიის თემა, რომელმაც 10 000 ადამიანის სიცოცხლე წაიღო უკვე საქართველოში, ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას როგორმე,”- განაცხადა გამყრელიძემ
