LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდე და ინახულე: ერთ ბოთლ ”სარაჯიშვილს” ქარხანაში უფასო ტური მოყვება

345

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა უძველესმა ქართულმა კომპანიამ ”სარაჯიშვილი” საახალწლო პროდუქცია გამოუშვა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „#სარაჯიშვილი 2017“ ლიმიტირებული რაოდენობით უკვე გამოჩნდა სარეალიზაციო ქსელში.

”2017 წლის ფერს განსაკუთრებული დიზაინით შექმნილი წითელი ბოთლი აღნიშნავს. შეიძინეთ და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლების ბარათი ”სარაჯიშვილის” ბრენდ მაღაზიაში 1 წლის განმავლობაში და უფასო ტური ”სარაჯიშვილის” ქარხანაში სამ პერსონაზე”, – აცხადებენ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ”სარაჯიშვილის” პროდუქცია აშშ-ში აღიარეს. როგორც კომპანიაში განმარტეს, ალკოჰოლური სასმელების შემფასებელმა, ამერიკულმა ავტორიტეტულმა ინსტიტუტმა BTI (www.Tastings.com ) ქართული კომპანიის ორ პროდუქტს „სარაჯიშვილი XO“-ს და „სარაჯიშვილი VS“ უმაღლესი ოქროს მედლი მიანიჭა. რაც შეეხება „სარაჯიშვილი #EXTRA“-ს, ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომპანია ”სარაჯიშვილი” 1884 წელს დაარსდა, პირველი პროდუქტი კი სამ წელიწადში, 1887 წელს გამოუშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g