აუქციონის სახლის BaT Auctions საიტზე 1978 წელს გამოსული ყველგანმავალი Toyota Land Cruiser FJ40 იყიდება. გამყიდველის თქმით, ავტომობილი, რომლის გარბენიც 5265 მილია „აბსურდულად ორიგინალ მდგომარეობაშია“ თავის ასაკთან შედარებით. ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ თავდაპირველად ყველგანმავალი ვაიომინგის შტატში გაიყიდა. პირველი მფლობელი ძროხებით მოვაჭრე იყო და ავტომობილი მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში გამოიყენა. ამის შემდეგ ის ხის ყუთში გამოკეტა. 2000 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ავტომობილი ჯონატან უორდმა გამოისყიდა, რომელიც კლასიკური ყველგანმავლების რესტავრაციით არის დაკავებული.
Toyota FJ40-მა სრული ტექნიკური მომსახურება გაიარა. დამატებით მას კონდინციონერი დაუყენეს. ყველგანმავალმა ორიგინალი მწვანე საღებავი შეინარჩუნა ყოველგვარი ჟანგის გარეშე.
კაპოტ ქვეშ Toyota FJ40-ს 4,2 ლიტრიანი ძრავი აქვს, რომელიც 135 ცხენის ძალას ავითარებს. აგრეგატი ოთხ საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.