LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება დიზელის Range Rover, რომლითაც ელისაბედ II და ბარაკ ობამა დადიოდნენ

116
range-rover

დიდ ბრიტანეთში სამეფო Range Rover იყიდება. წარსულში ეს ყველგანმავალი ინგლისის სამეფო კარს ეკუთვნოდა. ამ მანქანით ელისაბედ II, პრინცი ფილიპი და ასევე ბარაკ ობამა მეუღლითურთ გადაადგილდებოდა. ამ დროისთვის მანქანის გარბენი 30 ათას კილომეტრს შეადგენს. მოდელი დიზელის „რვიანითაა“ აღჭურვილი, ისევე როგორც დედოფლის სხვა ავტომობილები.

ყველგანმავალი ცისფერ „მეტალიკის“ ფერშია შეღებილი, შიგნით კრემისფერი ტყავითაა გაფორმებული.

კაპოტის ქვეშ დიზელის ძრავა Ford 4.4 TD V8 განთავსებული, რომელიც 339 ცხენის ძალას ავითარებს. 100 კმ-მდე აჩქარება ასეთ მანქანას 7,2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე 217 კილომეტრია საათში.

ყველგანმავლისთვის 224 850 ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები