„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, გუშინ განვითარებულ მოვლენებს გიორგი კეკელიძე ეხმაურება და წერს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის პარალელურად, ორჯერ გაუღეს კარი აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, „ახლა კი მისი გულის კარია ღია ყველა დაშავებულისადმი“.
„დილა მშვიდობისა.
იყო დრო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და შეკრებილ ახალგაზრდებს ორჯერ გავუღეთ კარი შუაღამისას.
დღესაც და კვლავაც მტკიცედ მჯერა, რომ სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი და ახლა უკვე ჩემი გულის კარია ღია ყველა დაშავებულისადმი“, – წერს გიორგი კეკელიძე.