იყო დრო, თბილისის ”დინამო” ევროპის საუკეთესო გუნდებს ეჯიბრებოდა და ტოლს არ უდებდა. ვისთან არ გვითამაშია და ვისთვის არ მოგვიგია. დღეს შესაძლოა დაუჯერებლად ისმოდეს, მაგრამ ერთ-ერთი იყო თვით მიუნხენის ”ბაიერნი”, რომლის შემადგენლობაში სუპერვარსკვლავები ბრწყინავდნენ. ჩვენი ”დინამო” კი ფეხბურთის თამაშის ხალისს უკარგავდა.
“დინამო” – “ბაიერნი” 2:1
აი რას წერდა ესპანური გაზეთი “ია” მატჩის შემდეგ:
“მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელებმა, კალე რუმენიგესა და პაულ ბრაიტნერის წინამძღოლობით, ჩვენთვის ყოვლად გაუგებარი მიზეზის გამო, ეტყობა ხელი ჩაიქნიეს და თავად გადაიწურეს იმედი თბილისელთა ბრწყინვალე გუნდთან თამაშში. ამიტომაც იყო, რომ მათ ნერვებმა უმტყუნეს…”
ეს თამაში 1981 წელს შედგა, როდესაც თბილისელებმა ”სანტიაგო ბერნაბეუს” სახელობის თასის ოთხთა ტურნირზე იასპარეზეს. გერმანელებთან ორივე გოლი უკვე პირველივე ტაიმში რამაზ შენგელიამ გაიტანა.
