მომღერალ ლიზი დარასელიას რამდენიმე დღის წინ საკუთარ დაბადების დღეზე საბა ბალაძემ ხელი სთხოვა.
ლიზი საყვარელ მამაკაცს ცოლობაზე დათანხმდა.
ლიზიმ უამრავი მილოცვა მიიღო სოციალურ ქსელში. თავად კი დაწერა, რომ ახლა ისინი „ერთად დაიწყებენ ახალი ისტორიის დაწერას“.
„იყო ერთი დღე, როცა სიყვარულმა ხელი მომკიდა და აღარ გამიშვა…
ახლა ერთად ვწერთ ჩვენს ისტორიას სიყვარულით, მადლიერებით და დიდი ბედნიერებით. ძალიან მიყვარხარ“, – წერს ლიზი დარასელია სოციალურ ქსელში და დაბადების დღიდან მორიგ ემოციურ და მხიარულ კადრებს აზიარებს.