LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო გეგმები და იყვნენ ადამიანები, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ… ყველაფრის პატიება არ ნიშნავს ყველაფრის გაგრძელებას“ – ინდირა ჯგერნაია

506
ინდირა ჯგერნაია

დედაშვილობა, მადლიერება, გულისტკივილი, შინაგანი ცვლილებები და გარდატეხები – ის თემებია, რომლებზეც მომღერალი ინდირა ჯგერნაია „სარკესთან“ საუბრობს. დღეს მას უკვე აღარ ეშინია იმის, რაც ცხოვრებას თავისთავად მოაქვს. ყველაფერს სიმშვიდითა და ქალური თავდაჯერებით უცქერს და ზუსტად იცის, რომ ყოველი გამოცდილება – იქნება ეს ტკივილი თუ სიხარული – საჭირო ეტაპია.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„იყო გეგმები და იყვნენ ადამიანები, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ… დღეს ამას გულისტკივილით კი არა, მადლიერებით ვუყურებ, რადგან ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ თუ რაღაც არ გამოდის, ეს უბრალოდ სხვა გზაზე გადაგიყვანს…

ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ყველაფრის პატიება არ ნიშნავს ყველაფრის გაგრძელებას. დღეს უფრო მკაფიოდ ვიცი, რა არის ჩემთვის მისაღები და რა _ არა. ამ ცვლილებამ უფრო მშვიდი და თავისუფალი გამხადა…

ჩვენი დედაშვილობა ძალიან ახლო და თბილია. მას ბუნებრივად აქვს მუსიკის შეგრძნება და ხმა, რაც ძალიან მახარებს. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სიმღერა სიხარულს ანიჭებს. არ ვაჩქარებ და არაფერს ვაძალებ. მინდა, რომ მუსიკა მისთვის იყოს თავისუფლება და ბედნიერება. დანარჩენს დრო და შრომა აჩვენებს“, – ამბობს ინდირა ჯგერნაია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

როგორ დაიკლო ინდირა ჯგერნაიამ 16 კილოგრამი: „იმედია, ამ ინტერვიუს შემდეგ ავოკადოს არ გააძვირებენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g