„ჩემი ცოლის დაქალების” მეთორმეტე სეზონის პრომო რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა ნახა, მოლოდინი დიდი გახლდათ, რადგან პირველ სერიაში საეკლესიო პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ბანკში შედიოდნენ. ითქვა, რომ სერიალის რელიგიური თემით დაწყება დიდი სითამამე იყო სცენარისტის მხრიდან.
22 სექტემბერს ახალი სეზონის პირველი სერია გავიდა ეთერში. მან დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა, მეტწილად უარყოფითი.
მაყურებლის ნაწილი იმედგაცრუებულია ასეთი დასაწყისით და მიიჩნევენ, რომ პირველ სერიას კლასი აკლდა. თუმცა არის ისეთი კატეგორია, რომელმაც სერიის ასეთ გადაწყვეტაში საეკლესიო საქმეებისა და სამღვდელოების რეალური კრიტიკა დაინახა.
პირველ სერიაში მღვდლის სამოსში გადაცმული მძარცველები ბანკში შეიჭრებიან და ხელისუფლებას, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, სამასი ათას დოლარს სთხოვენ…
ვნახოთ, როგორია გამოხმაურებები:
“სირცხვილია… ასე თუ დაიწყეთ სეზონი, მერე რა უაზრობა იქნება, წარმომიდგენია…”
“მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები ჩცდ-ზე და ყველა სეზონის ყველა სერია ნანახი მაქვს, ეს იყო დაბალი დონის შარჟი))) მეუფის “ჩართვაზე” ლაპარაკი აღარ მაქვს))) ჯერჯერობით ცუდი დასაწყისია”.
“ისე დღევანდელი რეალობა რომ არის ნაჩვენები, რად უნდა ამას თქმა.
ბევრი ამოფარებულია ეკლესიის სახელს და ისეთ რაღაცებს აკეთებს. პატიოსან მღვდლებს ზოგს ვიცი სახლიც არ აქვთ… ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ცოტა მოძღვარია, რომელიც ბილწ სიტყვებს ამბობს?საბედნიეროდ, ბევრი მოძღვარია მრევლის იმედი და ნუგეში”.
“რისი თქმა უნდათ ამით? ანუ მამაოები, მონაზვნები და საერთოდ, სასულიერო პირები მძარცველები არიანო? ზუსტად ასე იქცევიანო, ოღონდ ფორმა უფრო კორექტული აქვთო, თუ რა ხდება?😄😄”
“სეზონი კი არა, საცოდაობაა, სახელი დარჩა მარტო ამ სერიალიდან”
“ეს სერია იქნება ყველაზრ ბანძი ჩცდ-ს ისტორიაში”
“ამ სერიის მიზანი, ეთქვა (საჭირო) სათქმელი, გასაგებია. სადაოა თქმის ხარისხი, და არა მარტო…*იმედგაცრუება”
“ამ ფორმის გარეშეც შევიდოდნენ ბანკში და რა საჭირო იყო მამაოებად ამათი გამოყვანა? 😏”
“ეს ყველაფერი უნიჭოდ შესრულებულია! ხალხს ამხელა რეაქცია არ ექნებოდა, ძალიან პლასტმასი მსახიობები რომ არ გვყვავდეს!! ვეღარ დაიხვეწნენ”
https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/posts/1871798049539884