LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო თუ არა სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მცდელობა – სახალხო დამცველის წარმომადგენლის კომენტარი მისი საკანში მონახულების შემდეგ

205
gogo

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ქეთევან ხვედელიანმა მოინახულა. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილი ნამდვილად მე-12 დაწესებულებაშია და მისი გადაყვანა არ მომხდარა.

„მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე, იმყოფება დაწესებულებაში. შევხვდი, ვისაუბრეთ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება სახალხო დამცველის აპარატში. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სუსტი“, – განაცხადა ქეთევან ხვედელიანმა.

კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის გადაყვანის მცდელობა, ხვედელიანმა უპასუხა, რომ გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა.

„როგორც სააკაშვილმა თქვა, არ ყოფილა არანაირი მცდელობა“, – აღნიშნა ქეთევან ხვედელიანმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში არ დაადასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g