LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში გადაყვანა მუცლის მწვავე შეტევით დასჭირდა სხვა პატიმარს – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას არ ადასტურებს

332
პენიტენციური

პენიტენციურმა სამსახურმა „ფორტუნას“ არ დაუდასტურა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

კლინიკაში გადაყვანა მუცლის მწვავე შეტევით დასჭირდა სხვა პატიმარს, რომელიც იმყოფებოდა გვერდზე დაწესებულებაში. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს“. – განუცხადეს „ფორტუნას“ პენიტენციურ სამსახურში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, სასწრაფოს მანქანამ ტერიტორია ბადრაგის მანქანასთან ერთად როგორ  დატოვა.

magti 5g