ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი რეკომენდაცია შეიმუშავა იმისათვის, რომ ყველა კლინიკას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი ჰყავდეს.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით 8-ის ნაცვლად, მედპერსონალს იზოლაცია 5 დღემდე შეუმცირდება.
საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდია.