კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც მისი ოჯახის გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანა.
როგორც იცით, ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც შვილიშვილისთვის მოწყალებას აგროვებდა, ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა, ოჯახი კი ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა.
გთავაზობთ მანანა გვასალიას სტატუსს:
" ნუ გავიმეტებთ ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ტანჯვისთვის"
„ერთადერთი მარჩენალი გარდაეცვალა...გმირი დედა, რომელიც 10 წელზე მეტია კომაში მყოფ შვილს უვლის, ჰაერში აღმოჩნდა“
სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის, თანადგომისთვის და ყურადღებისთვის ♥
სააოცარო ადამიანებო, მეგობრებო, მეზობლებო, ემიგრანტებო -მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით !!! გახარებული ჰყოლოდეთ მუდამ თქვენს შვილებს,მშობლებს და თქვენს ოჯახებს!
უფალმა დაგლოცოთ!!!“