LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა კილაძე „ჯინსების თაობას“ დაემშვიდობა: „თუ ვარსკვლავები არ მომიწყვეტია, არც არაფერი გამიფუჭებია…“

305
jabakiladze

ჯაბა კილაძე ბოლოჯერ ითამაშებს „ჯინსების თაობაში“ გეგა კობახიძის როლს. ის 19 წლის იყო, როდესაც ეს როლი პირველად შეასრულა და ახლა 40 წლისაა.

ჯაბა კილაძე:

„ვფიქრობ, 21 წელი სავსებით ნორმალურია, რომ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად სცენაზე იდგა და ასევე დოის, რომელიც მენდო და მე – ბავშვი აქ დამაყენა… არ ვიცი ზუსტად, ვინ შეასრულებს ამ როლს ჩემ შემდეგ, ვფიქრობ, ეს თეატრის გადასაწყვეტია. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება ეს, კონკრეტული კანდიდატია უკვე თუ კასტინგი იქნება, მაგრამ მე მივეხმარები როლის გადაცემაში…

ბევრმა რამემ განაპირობა ჩემი ამ სპექტაკლში მოხვედრა. დოიმ არჩევანი რომ ჩემზე გააკეთა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო – დადებითი მხარე ჰქონდა ის, რომ პირველი და ხმაურიანი იყო და მთელი საქართველო მასზე ლაპარაკობდა, მეორე კი ის, რომ შეიძლება, ჩემთვისაც რომ პირველი იყო, სარისკო გამხდარიყო და რაღაც არ გამომსვლოდა. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჰაბიტუსის გამო არ შემარჩია დოიმ. ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ყოველ შემთხვევაში, თუ ვარსკვლავები არ მომიწყვეტია, არც არაფერი გამიფუჭებია (იცინის). განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნავ ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს, მისი პირველი სიტყვები პრემიერის შემდეგ ჩემს კარიერაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g