დუბაი ტურისტებს ახალი წლის ღამეს შოპინგისთვის ეპატიჟება. საემიროების ტურიზმის დეპარტამენტი ფიქრობს, რომ 2017 წლის ასე შეხვედრა ძალიან ორიგინალური და საინტერესო იქნება. სწორედ ამიტომ, 26 დეკემბერს დუბაიში ტრადიციული სავაჭრო ფესტივალი გაიხსნება. 1 იანვრის ღამეს კი მსოფლიო ბრენდების პროდუქცია 80-90%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. გარდა ამისა, ყველაზე ჯადოსნურ ღამეს ასობით პრიზიც გათამაშდება. ფესტივალი, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებს, იანვრის ბოლომდე გასტანს. საინტერესოა, რომ მარკეტის სტუმრები ულამაზესი ფეიერვერკის ნახვასაც შეძლებენ.