LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: „შსს-ს გავრცელებული კადრები, რომელშიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ჩანს, დადგმული სცენაა“

167
ზურაბ ჯაფარიძე

„გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, შეიჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დაარბია ოფისები. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად, ერთ-ერთი ოფისის ჩხრეკის დროს „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს. ჯაფარიძის განცხადებით, ეს დადგმული სცენა იყო.

„ზუსტი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ასობით დაკავებულია, აქედან აბსოლუტურ უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და ეს დაზიანებები უშუალოდ დაკავების მომენტში კი არ აქვთ მიღებული, არამედ დაკავების შემდეგ ამ ადამიანებს, ფაქტობრივად, წამების პროცესი აქვთ გავლილი, მათ ნაწილს ქუჩაში, ნაწილს მინი-ვენებში, ნაწილს კი პოლიციის განყოფილებებში გაუსწორდნენ.

გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში შეიჭრა და, პრაქტიკულად, ოფისები დაარბია. ამოღებულია სხვადასხვა ნივთი, ამ ნივთებიდან არც ერთი კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილები“. კადრები რაც გაავრცელეს, ნათლად ჩანს, რომ დადგმული სცენა იყო – ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, „მოლოტოვები“ ასე არ კეთდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები, სადღაც, ოფისებში „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ. ყველა ის ნივთი – კარავი, პარალონი, აირწინაღი თუ სხვა რამ, ოფიციალურად იყიდება და ყველას შეუძლია იყიდოს მაღაზიებში, უფრო სწორად შეეძლოთ, ახლა მაღაზიებს ამ ნივთების გაყიდვა აუკრძალეს“,- თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

magti 5g