LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: ვუყურებთ ივანიშვილის ახირებას, როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა –  კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობითაა“ დაკავებული

163
სოფო ჯაფარიძე და ბიძინა

„ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, თუ როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა – ის დაკავებულია კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, გვიან ღამით, კენიიდან ჩამოსული ბაობაბების ტრანსპორტირების მიზნით, გრიგოლეთიდან ფოთისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო და ასევე, შეფერხება იყო თბილისი-ბათუმის მაგისტრალზეც.

„ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა. მან უცებ შეძლო, რომ 5-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია შეეზღუდა, ტრაფარეტები ცენტრალურ მაგისტრალზე აქეთ-იქით მიცვენილია.

დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ როგორღაც კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, დღეს ის არის დაკავებული კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით“. – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები