LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar 1950-იანებში, ლე მანში გამარჯვებულ სპორტქარს აღადგენს

53

კომპანია Jaguar-მა განაცხადა, რომ სპორტქარ D-Type-ის შეზღუდულ რაოდენობას გამოუშვებს. ამ მოდელმა სამჯერ გაიმარჯვა „ლემანის 24 საათიან“ რბოლაში – 1955, 1956 და 1957 წლებში. D-Type-ის ბოლო ეგზემპლარი 1956 წელს აწყვეს.

თავდაპირველად, 1950-იან წლებში ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა ასი ასეთი მოდელი გამოეშვა, თუმცა მხოლოდ 75 ეგზემპლარი ააწყო. დარჩენილ 25 ერთეულს განყოფილება Jaguar Classic ააწყობს.

ავტომობილს ორიგინალი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით ააწყობენ, რომელიც ავტომწარმოებელთან ინახება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ასეთი 25 ახალი მოდელი 1950-იანი წლების ავტომობილების იდენტური იქნება.

კლიენტებს ასარჩევად Jaguar D-Type-ის ორ მოდიფიკაციას შესთავაზებენ: ძარის სტანდარტული წინა ნაწილით და დაგრძელებული ვარიანტით, რომელსაც 1956 წელს იყენებდა.

ორიგინალი D-Type დაკომპლექტებულია ექვსცილინდრიანი ძრავით, რომლის სამუშაო მოცულობაც დროთა განმავლობაში, სარბოლო ავტომობილებისადმი წაყენებული მოთხოვნების მიხედვით იცვლებოდა.

Jaguar წარმოებაში პირველად არ აბრუნებს ისეთ მოდელს, რომლის აწყობაც რამდენიმე წლის წინ შეწყდა.

2014 წელს, ბრიტანულმა მწარმოებელმა კუპე E-Type Lightweight აღადგინა, ხოლო 2016 წელს XKSS.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები