LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar-ის ახალი ვირტუალური ჰიპერქარი: ერთი ადგილი და 1020 ძალა

32
jaguar

კომპანია Jaguar-მა Gran Turismo-ს თამაშისთვის მესამე ვირტუალური ჰიპერქარი შექმნა. სიახლეს Vision Gran Turismo Roadster ჰქვია და ტექნიკური შიგთავსი წინა მოდელის მსგავსი აქვს. ავტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, სპიდსტერი 3 ელექტროძრავითაა აღჭურვილი, პირველ 100 კმ-ს 2 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია.

ისევე როგორც წინამორბედი კუპეს Vision Gran Turismo-ს შემთხვევაში, სპიდტსერი შთაგონებას ბრიტანული ბრენდის სარბოლო წარსულიდან და აწმყოდან იღებს. სამი ელექტროძრავის საერთო სიმძლავრე 1020 ცხენის ძალას შეადგენს.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლებისა, სიახლე Gran Turismo-ს ყველაზე მძლავრი მოდელი არ არის, სიმულატორში ხელმისაწვდომია Vision GT Sv, რომელსაც 4 ელექტროძრავი და კომბინირებული სიმძლავრე 1900 ცხენის ძალა აქვს. 100კმ/სთ-მდე აჩქარება ავტომობილს მხოლოდ 1,65 წამში შეუძლია.

ამ უკანასკნელის მაქსიმალური სიჩქარე 410 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g