Jaguar-ის რადიკალურმა რებრენდინგმა და შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოების შეწყვეტამ, ბრენდი ფაქტობრივად მომხმარებლის გარეშე დატოვა. ბრიტანულმა მწარმოებელმა გაყიდვების 98 პროცენტი დაკარგა.
გასულ წელს Jaguar-მა ვიზუალური სტილი და პოზიციონირება შეცვალა, რასაც საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ახალი დიზაინის გამოსახულება გახდა ელექტრო კუპეს კონცეპტი Type 00, რომელმაც კონსერვატიულ მყიდველთა უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა გაყიდვების კოლაფსი მხოლოდ სტილის ცვლილებას არ უკავშირდება — კომპანიამ მოულოდნელად უარი თქვა შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე და სრულად ე.წ. „მწვანე მობილობაზე“ გადაერთო.
გაყიდვების კატასტროფული ვარდნა
ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში Jaguar-მა ევროპის მასშტაბით მხოლოდ 49 ავტომობილი გაყიდა, რაც 97,5%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
სურათი არ გაუმჯობესდა მაისშიც— წლიური შედარებით გაყიდვები 93,6%-ით დაეცა.
საერთო ჯამში წლის დასაწყისიდან დღემდე ბრენდის გაყიდვები 77,8%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.