LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover წელიწადში 100 ათას მყიდველს კარგავს და აი რატომ

39
landrover02345

ბრიტანული კონცერნი Jaguar Land Rover მყიდველებს კარგავს: ბრენდს ყოველწლიურად 100 ათასით უფრო ნაკლები ავტომობილი ეყიდება და ასეთი ტენდენციის მიზეზი ხარისხია. ამის შესახებ Jaguar–ის გენერალურმა დირექტორმა ტერი ბოლორემ ისაუბრა.

ბოლორეს განცხადებით, კომპანიაში იციან პრობლემის შესახებ და მის მოსაგვარებლად აქტიურად მუშობენ.

„კლიენტებისთვის იმედის გაცრუებას დიდი ზარალი მოაქვს. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების რაოდენობა კოლოსალურია. რომ არა მთელი რიგი დეფექტები, 2020 წელს 100 ათასით მეტი მანქანის რეალიზებას შევძლებდით.“

თუმცა, სიტუაცია ნელ–ნელა იცვლება. 2021 წლის სამოდელო წლის ავტომობილებით კლიენტები შედარებით კმაყოფილები არიან. ხარისხის გაუმჯობესება ბრენდმა ტექნოლოგიების ხარისხის გაზრდით შეძლო. დროთა განმავლობაში კი დეფექტების არსებობის რისკი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g