LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაკუზები და ჰამაკები ვერანდაზე – ბუტიკ სასტუმრო აჭარაში, რომელიც მთის პანორამულ ხედებს ერწყმის

494
ipiccy-image (1)

ქედის მუნიციპალიტეტში ბუტიკ სასტუმრო “ეკო ჰაუს მერისი“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება.

„ეკო ჰაუს მერისი” მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს.

“საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ და გავხსენით პირველი კოტეჯი. მან გამოიწვია დიდი გამოხმაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით კი, მივმართეთ საქართველოს ბანკს. სესხისა და რეინვესტირებული ფულადი სახსრების დახმარებით შევძელით კიდევ 4 კოტეჯის აშენება. კოტეჯებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს მივმართავდით სასტუმროს განვითარებაში და ამის წყალობით ჩვენ შევძელით მეტი კოტეჯების და რესტორნის აშენება” , – ამბობს ლარისა გავრილიუკი, “ეკო ჰაუს მერისის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კოტეჯებისა და რესტორნის საინტერესო დიზაინი იდეალურად ერწყმის მთის ულამაზეს პანორამულ ხედებს. მისულ სტუმრებს განსატვირთად, ღია ვერანდაზე მოწყობილი ჯაკუზები და ჰამაკებიც დახვდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g