LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ მუშაკებს ხვდება

354
1553763742-55869219_2581718248518767_4854931937912946688_n

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი დავით სეერგენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

გარკვეული ბიუროკრატიის ჩამოშორება, ხელფასების გაზრდა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა – ეს იმ მოთხოვნების ძირითადი ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრისგან ითხოვენ.

„არის გაურკვევლობა და რიგი საკითხები, რაც ეხება სოციალური მუშაკისთვის ნაწილი სამუშაოს ჩამოშორებას, რაც არ არის მუშაკის კომპეტენციაში. ეს საკითხები დასაზუსტებელია. გვინდა, გავიგოთ, რა აქვთ დასახული, გარდა ოთხი პუნქტისა. 22 პუნქტიდან დავაყენეთ ხუთი მოთხოვნა. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ეს 22 საკითხი გადაწყდება მოკლე ვადებში, ამიტომ ვითხოვთ, რაც არის გრძელვადიანი, მომავალი წლის ბიუჯეტში იყოს გაწერილი. დაიწეროს ამაზე სამოქმედო გეგმა და მითითებული იქნეს ვადები,“ – განაცხადა ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკმა ნინო კუჭავამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც 25 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ, დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელშიც სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ. 25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა.

magti 5g