LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » სოციალური მუშაკების გაფიცვა

სოციალური მუშაკების გაფიცვა

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება და გრძელდება მოლაპარაკებაც სამინისტროსთან

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება და გრძელდება მოლაპარაკებაც სამინისტროსთან, რათა ჩვენი თითოეული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა. მან შეაფასა დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და აღნიშნა, სავარაუდოდ, გაფორმდება შუალედური შეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების გაფიცვები მაინც გაგრძელდება, რადგან მათი მოთხოვნების გარკვეულ ნაწილზე შეთანხმება სამინისტროსთან არ შემდგარა.

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია განახლდა

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია განახლდა. გაფიცულებს პროფკავშირების გაერთიანების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეუერთდნენ. სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგო აღმოჩნდა.

სოციალური მუშაკების მოლოდინები აქციის მიმართ გადაჭარბებული იყო – დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო გარანტიას იძლევა, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი შეფერხებული არ იქნება.