LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება და გრძელდება მოლაპარაკებაც სამინისტროსთან

142
სოცმუშაკები

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება და გრძელდება მოლაპარაკებაც სამინისტროსთან, რათა ჩვენი თითოეული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.

მან შეაფასა დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და აღნიშნა, სავარაუდოდ, გაფორმდება შუალედური შეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების გაფიცვები მაინც გაგრძელდება, რადგან მათი მოთხოვნების გარკვეულ ნაწილზე შეთანხმება სამინისტროსთან არ შემდგარა.

მისივე თქმით, სოცმუშაკებს ესმით, რომ იმ 22 მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მათ აქვთ და რომელთაგან თითოეული მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადაში ვერ მოხდება, თუმცა მათზე გეგმა უნდა გაიწეროს.

„ჩვენ 22 მოთხოვნა გვქონდა და ყველა მათგანი უმნიშვნელოვანესია. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ყველა უნდა შესრულდეს, თუმცა გვესმის, რომ ნაწილის შესრულებისთვის 2-3 თვე საკმარისი არ არის. დღეს რა პირობებიც მივიღეთ, მაგალითად, ტექნიკური სამუშაოს ჩამოშორება, ამასაც სჭირდება გარკვეული დრო, ხვალიდან რეალურად, ეს ვერ შევა ძალაში, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რომ ბიუროკრატიული პროცედურების მოგვარების შემდგომ, ეს მაისიდან შევიდეს ძალაში. თუმცა, იყო რიგი საკითხები, რომელიც გაცილებით ადრე უნდა დაესვათ დღის წესრიგში და მათი დროულად მოგვარებაა საჭირო. სოციალური მუშაკებისთვის 22 პუნქტი, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მომსახურებების შექმნის ჩათვლით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებლად იმ პუნქტებზეც უნდა მოხდეს შეთანხმება, რაზეც ჯერ არ მომხდარა. გრძელვადიან პუნქტებსაც სჭირდება გონებრივ ვადებში გაწერილი გეგმა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, სოციალური მუშაკები აუცილებლად ითანამშრომლებენ სამინისტროსთან და იმედი გვაქვს, რომ დიდხანს არ მოგვიწევს გაფიცვის რეჟიმში ყოფნა“, – განაცხადა სოციალურმა მუშაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები