LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

523
მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ასევე დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა.

მათივე ცნობით, მინისტრი სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა.

„დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო თუ როგორ შეიცვალა ცენტრი ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სისტემის უზრუნველყოფისთვის ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის.

მიმდინარე საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

magti 5g