ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით კორონავირუსის რაოდენობის პიკს 4 აპრილიდან მიაღწევს და შესაძლოა ის აპრილის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.
„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ რამდენიმე სცენარს COVID-19-ის. ჩვენი გაანგარიშებით, პიკი შეიძლება იყოს 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში,“ – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, შემთხვევების დინამიურ მატებას, რაც ახლა გვაქვს სახეზე, ჯანდაცვის უწყება წინასწარ ვარაუდობდა.
კორონავირუსის გავრცელების პიკი შესაძლოა, არც გვქონდეს – თამარ გაბუნია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.