ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით ქვეყანაში მიმდინარე მთელი რიგი ღონისძიებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით შესაძლოა არც არასოდეს მივიღოთ პიკი.
მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
“სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, იყოს ეტაპობრივი, თანმიმდევრული მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევის მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფცირების 70 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო რეჟიმში ამ ეტაპზე 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.