LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სომეხ კოლეგას შეხვდა

387
თეა გიორგაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენა ნანუშიანს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებს.

თეა გიორგაძემ, დელეგაციის წევრებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g