LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონს მეუღლე თამამ ჩაცმულობას უკრძალავს

88

ორი წლის წინ ჯანეტ ჯექსონი ცოლად ყატარელ მილიარდეს, ვისამ ალ-მანს გაჰყვა. ცოტა ხნის წინ წყვილი პარიზის მოდის კვირეულზე, Hermès-ის ჩვენებაზე დააფიქსირეს. ჯანეტის ჩაცმულობამ კი გარშემომყოფების გაკვირვება გამოიწვია. თამამი ჩაცმულობის ნაცვლად მას მუქი დახურული ტანსაცმელი ეცვა. როგორც აღმოჩნდა, საქმე მის ქმარშია.

ვისამი მუსულმანია, ამიტომ ჯანეტს მთლიანად მოუწია გარდერობის შეცვლა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ალ-მანამ ცოლის მომავალი ტურნეს სასცენო კოსტიუმების ესკიზებიც გააკრიტიკა. მამაკაცმა დიზაინერებს მოსთხოვა, ტანსაცმელი უფრო მოკრძალებული გახადონ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ცნობილ მომღერალს ქმარი ყოველ ნაბიჯსა და ნაცნობს უკონტროლებს, დაწყებული ახალი პროდიუსერიდან, დამლაგებლით დამთავრებული.

49 წლის ჯანეტი და 40 წლის ვისამი 2013 წელს დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები