LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონს შესაძლოა სიმსივნე აქვს

36

ამერიკული ტაბლოიდები წერენ, რომ ჯანეტ ჯექსონს ხორხის სიმსივნე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს არც თავად მომღერალი და არც მისი მენეჯერები არ აკეთებენ, ჟურნალისტებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ინფორმაცია სიმართლეა.

რამენიმე დღის წინ მომღერალმა კვლავ გადადო მსოფლიო ტურნე, რომელსაც სტარტი 9 იანვარს უნდა აეღო, მოგვიანებით კი „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ ოპერაციისთვის ემზადება და ყველას სთხოვს, მისთვის ილოცონ.

იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია დადასტურდება, 49 წლის ჯექსონს მომღერლის კარიერის მიტოვება მოუწევს, რადგან მას შესაძლოა პრობლემა ლაპარაკშიც კი შეექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები