LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებას ემხრობა

65

ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მთავარმა პრეტენდეტმა ჯანი ინფანტინომ ახსნა, თუ რატომ სურს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების 40-მდე გაზრდა.

”დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 40 გუნდმა უნდა ითამაშოს. ეს უნიკალური ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. თუ კიდევ 8 ქვეყანას მივცემთ საგზურს, ჩვენ კიდევ 8 ქვეყანას ვაჩუქებთ შესაძლებლობას დატკბნენ და შეეხონ ამ მოვლენას. ამით კიდევ უფრო გავაფართოვებთ ჩემპიონატს მსოფლიო მასშტაბით.

მე მზად ვარ კონსრუქციული მსჯელობა გავმართო ყველასთან, ვისაც ფეხბურთის ბედი ანაღვლებს.
უეფაში ჩართული ვიყავი ევროპის პირველობის გაფართოების პროცესში. 16-დან 24 გუნდამდე გაზრდა გრანდიოზული წარმატება გახდა სპორტული, სარეკლამო და კომერციული თვალსაზრისით. ვიცი, რომ რაღაც მსგავსის გაკეთება მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებითაც შეგვიძლია”, – განაცხადა ინფანტინომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g