LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო ჩინური “სინოფარმის” ავტორიზაციაზე 26 აპრილს იმსჯელებს

74
8cc56f24-91b8-4d22-94b2-299b00db135c-640

რამდენიმე დღეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორი ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, WHO-ს ექსპერტების ჯგუფი 26 აპრილს იმსჯელებს, “სინოფარმის” ვაქცინაზე გადაუდებელი გამოყენებისთვის გასცემს თუ არა ნებართვას.

კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის, “სინოვაკის” ავტორიზაციის საკითხს კი ორგანიზაცია 3 მაისს განიხილავს.

ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები “როიტერთან” აცხადებენ, რომ ისინი ორ დღეში მიიღებენ გადაწყვეტილებას და დამტკიცდება, არის თუ არა აღნიშნული ვაქცინები ეფექტიანი და უსაფრთხო.

ამ დროისთვის ჯანმო-ს მიერ ავტორიზებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო მხოლოდ სამი ვაქცინა – “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა” და “ჯონსონ-ენდ-ჯონსონი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ორგანიზაციის მიერ აღიარებულია უსაფრთხოთ და ნებადართულია გამოყენებისთვის.

ცნობისთვის, “სინოფარმის” 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს ჩამოვიდა. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობდა, რომ ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც “სინოფარმი” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებდა.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნებოდა შესაძლებელი.

მისი თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აყენებს იმის აუცილებლობას, რომ არ დაიკარგოს დრო და თუ ვაქცინის სრული აღიარება აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი.

 

magti 5g