LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო ჩინური ვაქცინების ავტორიზაციას არ ჩქარობს – საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება კვლავ გადაიდო

101
მარიაჯელა

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ორი ჩინური ვაქცინაა და „სინოფარმით“ მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება უკვე მომდევნო კვირაში იგეგმება.

ჯანმომ კი საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება კიდევ ერთი კვირით გადადო.

გენერალური დირექტორის თანაშემწე მედიკამენტებისა და ვაქცინების შეფასების საკითხებში, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობენ.

მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ჯგუფი შეიკრიბება კიდევ ერთი ვაქცინის, „სინოვაკის“ შესაფასებლად.

როგორც ბრიფინგზე მარიანჯელა სიმაომ აღნიშნა, დასახელებული ვაქცინების საბოლოო შეფასების შედეგი მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების შეფასებას აკეთებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საგარეო ჯგუფი. ისინი შეხვედრას ამ წუთებშიც მართავენ.

მიმდინარეობს მსჯელობა „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შეფასებაზე. მომავალ კვირაში კი ჯგუფი იკრიბება „სინოვაკის“ შესაფასებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები გლობალურ ბაზარზე.

ჩვენ გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოყენებულ იქნას საერთაშორისო მიწოდებისთვის.

ასე რომ, მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება. ასევე არსებობს სხვა ვაქცინები, რომელთა შეფასებაც მიმდინარეობს“, – განაცხადა  მარიანჯელა სიმაომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g