LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო რეკომენდაციას ისევ ცვლის – ამჯერად პირბადეები!

1295
masknewsjn

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე ქვეყნების უმეტესობა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს პირბადეების ტარებისაკენ მოუწოდებდა, ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” არ იყო მომხრე, სავალდებულო რეკომენდაციათა სიაში პირბადეების ტარებაც შეეტანათ.

ორგანიზაცია ბოლომდე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ,,პირბადეების ეფექტურობა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში მეცნიერულად დადასტურებული არ არის, თუმცა ქვეყნებს შეუძლიათ მოქალაქეებს პირბადეების ტარების რეკომენდაცია მისცენ, რათა მოხდეს ნიღბების ეფექტურობის შესწავლა“.
.
საბოლოოდ, ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” პოზიცია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეცვალა, თუმცა ნიღბის გამოყენების რეკომენდაციასთან ერთად ხაზი გაუსვა არაერთ გვერდით ეფექტს, რომლის გამოწვევაც პირბადეების ხანგრძლივ მოხმარებას შეუძლია, მათ შორის არის გარკვევით საუბართან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეები, დისკომფორტი და უჰაერობა.

კრიტიკა გამოიწვია ორგანზიაციის დამოკიდებულებამ სპეციალური სამედიცინო, ე.წ. N95 ნიღბებსა და ჩვეულებრივ ქირურგიულ ნიღბებთან მიმართებაშიც.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, დევიდ მაიკლსის განცხადებით ,,სამწუხაროა, რომ ,,ჯანმო” თითქოს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ორი სახეობის ნიღბებს მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ N95 გაცილებით ეფექტურია ვირუსისაგან თავდასაცავად და სამედიცინო პერსონალი მხოლოდ ამ სახის ნიღაბს უნდა იყენებდეს.
თუ პრობლემა N95 ნიღბების ხელმისაწვდომობაა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ქირურგიულ ნიღბებს მათი ჩანაცვლება შეუძლიათ”. – ამბობს მაილსი.

ამერიკელი ეპიდემიოლოგის თქმით, მედპერსონალის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უშუალოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევთ მუშაობა, სამედიცინო, ე.წ. N95 ნიღბები ესაჭიროებათ, სხვებს კი ჩვეულებრივი პირბადეების გამოყენება შეუძლიათ, რადგან ჰოსპიტალების გარდა თითქმის არსად ხდება ვირუსის განსაკუთრებით დიდ ოდენობასთან შეხება, რომლებიც წვეთების გარდა სპრეის სახითაც გაიტყორცნება გარემოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g