კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს და სავარაუდოდ, ეს შესვენების შემდეგაც გაგრძელდება“, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი X-ზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადამიანებს მოუწოდებს, რომ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანციის გამოყენება განაგრძონ. ასევე, კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ინფორმირებულები დარჩნენ.
„დარწმუნდით, რომ ტესტირება გაიარეთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიმართეთ, რადგან კოვიდ-19-ის მკურნალობას მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან არიდება შეუძლია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.