LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელი ადამიანი არ არის, ბევრი პრობლემა აქვს – გაიკეთებს თუ არა კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინას პატრიარქი

145
პატრიარქი

გაიკეთებს თუ არა პატრიარქი კორონავირუსის საწინააღდეგო აცრას, ან საქართველოში ჩამოტანილ რომელ ვაქცინაზე გააკეთებს არჩევანს, ეს საკითხი საქართველოში ბევრ მორწუნეს აინტერესებს.

კორონავირუსის წინააღმდეგ პატრიარქის ვაქცინირება დღის წესრიგში დგას, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი პროფილის ექიმებმა უნდა მიიღონ –  აცხადებს პატრიარქის პირადი ექიმი შალვა პეტრიაშვილი.

მისი თქმით, ილია მეორეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას  ექიმები მიიღებენ.

„დღის წესრიგში პატრიარქის ვაქცინაცია. ის ჯანმრთელი ადამიანი არ არის, ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დროსაც ვაქცინის გაკეთება სასურველი არ არის.

ვაქცინაციის პროცესი მასზე დამოკიდებული არაა, ამას გადაწყვეტენ ისინი, ვინც მის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას, შაქრიან დიაბეტს, ალერგიულ მომენტებს მეთვალყურეობენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, გაიკეთებს თუ არა პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას“, – ამბობს შალვა პეტრიაშვილ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 5 მარტს დაიწყო. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ვაქცინას პირდაპირ ეთერში იკეთებენ, ვაქცინაციის პოპულარიცაციის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g