შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.