LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს კვების დროს გაჯეტების გამოყენება ბავშვებში – ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს 

338
ინგა მამუჩიშვილი

რატომ იკრძალება კატეგორიულად გაჯეტების გამოყენება კვების დროს და რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმში? – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს:

გადაცემაში „პაციენტი“ ცნობილი ექიმი ამბობს, რომ არ უნდა მოვერიდოთ იმას, რომ ბავშვმა ჭამის დროს რაღაც დასვარა ან თეფში ააყირავა, რადგან ეს ყველაფერი უნდა მოხდეს უსათუოდ, რომ ბავშვმა ისწავლოს ჭამა:

„გაჯეტებთან გატარებული დროის ხანგრძლივობა ზემოქმედებას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე“ – ფსიქოლოგი რუსუდან ბოჭორიშვილი

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „სივრცენი“ დამფუძნებელი, კოალიცია „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელმძღვანელი“ რუსუდან ბოჭორიშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ გაჯეტების როლზე საუბრობს, ბავშვთა მეტყველებაში

„2 წლიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვები ძირითადად იკვებებიან გაჯეტებით. ისინი მექანიკურად აღებენ პირს ამ შემთხვევაში, ყლაპვაც მექანიკურია, რაც ხელს უშლის მონელების პროცესს, რაც იწვევს დროთა განმავლობაში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, მაგალითად ყაბზობას, რადგან გაჯეტზე დამოკიდებული ბავშვი ცდილობს დრო არ დაკარგოს ამ პროცესზე.

განსაკუთრებით მოზარდებში, რომლებიც გაჯეტებთან ერთად იკვებებიან სხვადასხვა არა სასარგებლო საკვებით, „ჩიფსებით“ თუ სწრაფი კვების სხვადასხვა საკვებით, „სნექებით“ და წახემსებებით ეს იწვევს წონის დარღვევას და ჭარბწონიანობის პრობლემას.

მერწმუნეთ ზოგჯერ მართლა მთელი დღე შეიძლება მშიერი იყოს ბავშვი, თუ შენ ის გაჯეტთან ერთად არ დასვი და არ აჭამე, თუმცა მე ამას ჭამას და ჭამის სარგებელს ვერ დავარქმევდი…

არ უნდა მოვერიდოთ იმას, რომ ბავშვმა ჭამის დროს რაღაც დასვარა, თეფში ააყირავა, გადმოყარა – რადგან ეს ყველაფერი უნდა მოხვდეს უსათუოდ, რომ ბავშვმა ისწავლოს ჭამა.

ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა ვიწვალოთ ბევრი და ამას მივაღწიოთ“, – ამბობს სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g