LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო გასახდელში ტიროდა: ანანიძეს რუსებმა ტრავმები დაუთვალეს

118

ჯანო ანანიძე ლიტვასთან ამხანაგური შეხვედრის მეხუთე წუთზე დაშავდა. მას მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა.

რუსულმა გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ დაითვალა, კარიერაში ქართველი ნახევარმცველი მძიმედ რამდენჯერ დაშავდა. აღსანიშნავია, რომ აქ შედარებით მსუბუქ ტრავმებზეა საუბარი.

2011, აპრილი – ტერფის პრობლემები;
2011, მაისი – კვლავ ტერფის პრობლემები;
2012, დეკემბერი – მუხლის დაზიანება;
2013, აპრილი – წვივის ძვლის ანთება;
2013, ნოემბერი – კუნთების პრობლემა;
2014, აპრილი – კუნთის გაწყვეტა;
2015, სექტემბერი – ტერფი დაზიანება;
2016, აგვისტო – ბარძაყის ტრავმა;
2017, სექტემბერი – ტერფის დაზიანება, რის გამოც მოედანს მხოლოდ წელს მარტში ითამაშა.

ამავე დროს, ანანიძეს ექვს თვეზე მეტი არასდროს გაუცდენია. ახლა კი, როგორც ჩანს, სწორედ ასე მოხდება – დაახლოებით ამდენი დრო დასჭირდება ჯვარედინი მყესების აღდგენას, რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას.

 

ჯანო ანანიძის ტრავმაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმაც ილაპარაკა.

„ჯანოსთვის ეს სპორტული ტრაგედიაა და ძალიან ვწუხვარ. ის ნაკრების შეკრებაზე შესანიშნავად ვარჯიშობდა, ბედნიერი იყო, რომ ითამაშებდა და ეს ძალიან უნდოდა. ტრავმა შემთხვევით მოუვიდა – გადაცემის დროს ბალახზე ფეხი ცუდად დაადგა და ბურთს ძალიან ძლიერად დაარტყა. მაშინვე ვერ მიხვდით, რომ მუხლების პრობლემა იყო, რადგან ეს სათადარიგოთა სკამიდან შორს მოხდა. იმედი მქონდა, რომ მხოლოდ მსუბუქი დაზიანება იყო, რომ ჯანოს ფეხი მოარტყეს. მაგრამ მითხრეს, რომ ხმამაღლა ყვიროდა და ექიმმა მაშინვე ივარაუდა, რაც შეემთხვა. ჯანო გასახდელში ტიროდა“, – ამბობს ვაისი.

 

ჯანოს ტრავმას გამოეხმაურა მოსკოვის „სპარტაკის“ პრესსამსახური:

„მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, რომელიც თბილისში ჩატარდა, დაადასტურა პირველადი დიაგნოზი: მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების დაზიანება. ჯანოს ოპერატიული მკურნალობა ელოდება. მუდმივი კავშირი გვაქვს საქართველოს ნაკრების ექიმთან. ოპერაციის თარიღისა და ფეხბურთელის აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ”,- განაცხადა „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ვართაპეტოვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g