27 აპრილს, 4,11,15,18, 24 და 25 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, უმასპინძლებს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს .
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ფესტივალი ყოველწლიურია; „ფესტივალის პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ‘The Manhattan Transfer’, ‘New York Voices’, ‘TAKE 6’, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group. Dee Dee Bridgewater, „Janoska Ensemble,“ Paula Morelenbaum, პაკიტო დ’რივერა, კურტ ელინგი და ანჟელიკ კოჯო.
ეს არის ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის. გარდა ამისა, ფესტივალი ეწევა ქართული პოპულარული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო
პარტნიორები: სასტუმრო „რუმსი“ და რესტორანი – „თბილისური მუხამბაზი“. მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“
საინფორმაციო მხარდაჭერა – რადიოჰოლდინგი „ფორტუნა”
საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია „თეგეტა“
მის.დ.აღმაშენებლის გამზ. 123 ა
კონცერტების დასაწყისი 20:00სთ
ფესტივალის პროგრამა:
27 აპრილი – „მსოფლიო კინო მუსიკა“
თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი
4 მაისი – ეკა მამალაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი,
დირიჟორი ვახტანგ კახიძე
11 მაისი – N „New York Voices” და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი ვახტანგ კახიძე
15 მაისი – რობერტიკო გარსია და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი ვახტანგ კახიძე
18 მაისი – K„Kennedy Administration” და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი ვახტანგ კახიძე
24,25 მაისი – ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილე
თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე
