ჯარედ ლეტო ყოველთვის აგრესიულად იყო განწყობილი პაპარაცების მიმართ. გამონაკლისი არც უკანასკნელი საქმე ყოფილა. 43 წლის ლეტო, ფოტოგრაფის ცემისთვის პოლიციამ ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააკავა და დაკითხა.
ოსკაროსანმა მსახიობმა და მუსიკოსმა პაპარაცს სახეში გაარტყა, რომელიც მას აეროპორტში ელოდებოდა. აგრესიული ლეტო მომენტალურად დააკავეს, თუმცა დაზარალებულმა უარი თქვა საჩივრის შეტანაზე ვარსკვლავის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ლეტო მალე გაათავისუფლეს.