სათვალეების იტალიურმა ბრენდმა – Carrera მსახიობი და მუსიკოსი, ჯარედ ლეტო თავის სახედ მიიწვია. როგორც კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი, არჩევანი ლეტოზე მისი ნიჭიერების, ქარიზმატულობისა და სპონტანურობის გამო შეჩერდა. ისინი იმედოვნებენ, რომ ჯარედი მათ კონცეფციას შეცვლის.
კოლექცია 12 სათვალისგან იქნება შემდგარი. გაყიდვაში ახალი ეგზემპლარები მიმდინარე თვეში გამოვა. მათი შეძენა კი მარკის ნებისმიერ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.











