LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯარის ბანაკი“ – თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

198
ჯარის ბანაკი

ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.

„თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეებმა, გრიგოლ გიორგაძემ და თამარ მახარაშვილმა ბანაკისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურა პირადად მოინახულეს და სამხედროებთან ერთად თითოეული დღის პროგრამის შედგენაზე იმსჯელეს. საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g