მარნეულის შესასვლელთან, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის თანამშრომლებმა მედიისთვის საველე კარავი მოაწყვეს, სადაც გამშვებ პუნქტთან მომუშავე ჟურნალისტები განთავსდებიან. კარავში მედიასაშუალებებისთვის სამუშაო პირობები მოეწყობა. იგეგმება სამუშაო მაგიდით და სკამებით უზრუნველყოფაც.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მარნეულში საკარანტინო ზონის პირველ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მომუშავე მედიის წარმომადგენლებს დღეს საკვები პროდუქტებიც დაურიგეს. რამდენიმე ჟურნალისტმა შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ატვირთა.






ჯარისკაცებმა ჟურნალისტებს საკვები დაურიგეს (ვიდეო)
