უკრაინული „ტელეგრამ“ არხები დაზვერვის წყაროს დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბელარუსში, ქალაქ გომელთან, ბელარუსის არმიის ჯარისკაცებმა უკრაინის საზღვრისკენ წინსვლაზე ბრძანება მიიღეს, თუმცა მის შესრულებაზე უარი თქვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წვევამდელებს „ეშინიათ და არ სურთ ბრძოლა“, მეთაურები კი ჯარისკაცებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროც.
„არსებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის სარდლობამ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ბრძანება მიიღო. საბრძოლო ბრძანების დადასტურება მოხდება საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.
მედესანტეების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად დაბალია. ოფიცრებს და „ჯარისკაცებს არ სურთ რუსი დაქირავებულების როლის თამაში“. მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვდა ხელშეკრულებების შეწყვეტას, რომელთა უმეტესობას ვადა მაისში ეწურება.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
