LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისკაცის სუიციდზე გამოძიებას სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ

81

პირველი ბრიგადის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ.
გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, რადგან შემთხვევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არ მომხდარა, გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ ახორციელებს.

“პიროვნება მსახურობდა პირველ ბრიგადაში. თითოეული ახალგაზრდა სამხედროს დაღუპვა ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს. ვინაიდან ახალგაზრდა დაიღუპა არა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, გამოძიებას შესაბამისი სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ჯარისკაცმა თავი გუშინ მოიკლა, იგი ხიდიდან გადახტა. სამხედრო პირის მიერ სუიციდის ფაქტზე სამინისტრო დეტალებზე არ საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g